Wednesday, October 14, 2009

ხაშურის რაიონის მოსახლეობა

პროექტის მიზანი: მოსწავლეებში კვლევისა და ანალიზის უნარის განვითარება.
პროექტის მოკლე აღწერა: ხაშურის რაიონში შობადობის,სიკვდილიანობისა და მიგრაციის სტატისტიკური აღწერა ბოლო 20 წლის განმავლობაში.
სასწავლო მიზანი: მოსწავლეებმა დამოუკიდებლად შეძლონ სტსტისტიკური მონაცემების მოგროვება, შემდეგ ამ მონაცემების სხვადასხვა ტიპის დიაგრამებით გამოსახვა. ამასთან განუვითარდეთ ანალიზის უნარი დიაგრამებზე გამოსახული მონაცემების მიხედვით.
პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები იყოფიან 3 ჯგუფად: I ჯგუფი იკვლევს ბოლო 20 წლის მანძილზე ხაშურის რაიონში შობადობას, II ჯგუფი - სიკვდილიანობას, ხოლო III ჯგუფი - მიგრაციას. მონაცემების შესაგროვებლად ჯგუფები დადიან სამშობიარო სახლში, ხაშურის რაიონის სტსტისტიკის ცენტრში, საპასპორტო სამსახურში, ადგილობრივი თვითმმართველობის სამსახურში საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებთან. შემდეგ სამივე ჯგუფი აკეთებს თავისი დავალების შესაბამის დიაგრამას. ამის შემდეგ მოსწავლეები აჯამებენ მონაცემებს და კეთდება ერთი საერთო დიაგრამა ,,ქ.ხაშურის მოსახლეობა 1989-2009 წლებში''
პროექტზე მომუშავეთა ასაკი: X კლასი
განხორციელებისათვის საჭირო დრო: 1 თვე
კლასში შესასრულებელი აქტივობა: მასწავლებლის დახმარებით შექმნიან ბლოგებს და აღნიშნულ მონაცემებს განათავსებენ ინტერნეტში.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას: ინტერნეტში განთავსებული მასალებით შესაძლებლობა ექნება ყველა დაინტერესებულ პირს ისარგებლოს.
პროექტის ფასილირატორი : ნათია აბაიაძე
ელ ფოსტა :natiaabaiadze@gmail.com